ახალი ამბები

ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა

1 აგვისტო, 2019 •
ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა

2 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9296 ლარია. ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებით წინა დღის ოფიციალურ კურსთან შედარებით, 4 თეთრით გამყარდა.

ამას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ  სავალუტო აუქციონზე 32 800 000 აშშ დოლარის გაყიდვა.

რაც შეეხება ევროს, ახალი ოფიციალური კურსით ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.2328 ლარი შეადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი