ახალი ამბები

ყველაზე დიდ პირად მიღწევად ადეიშვილი იუსტიციის სახლებს ასახელებს

1 აგვისტო, 2019 • 2438
ყველაზე დიდ პირად მიღწევად ადეიშვილი იუსტიციის სახლებს ასახელებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში თანამდებობაზე ყოფნის დროს მის ყველაზე დიდ მიღწევაზე და შეცდომაზე საუბრობს.

ზურაბ ადეიშვილი პირადად მის ყველაზე დიდ მიღწევად იუსტიციის სახლებს ასახელებს.

რაც შეეხება შეცდომას, ადეიშვილმა ორი დიდი შეცდომა გაიხსენა. მისი თქმით, გაცილებით მეტი ფული უნდა დახარჯულიყო განათლებაში და კონკრეტულ საქმეებზე უნდა დაესაჯათ დამნაშავე სამართალდამცველები:

“იმ პროცესში, როდესაც ვაშენებდით ახალ სახელმწიფოს, არ ჩავდეთ საკმარისი ფული განათლებაში, რომ შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური კლასი. მათ შორის, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილებაც. თუ არ იქნება განათლებაში შესაბამისი ინვესტიცია, შეუძლებელია შექმნა ახალი პოლიტიკური ელიტა.

უფლო ნაკლები ტოლერანტობა უნდა ყოფილიყო ჩვენი დარღვევების მიმართ. იყო ნარატივი, რომ ვიყავით დაუნდობელ იდა სისხლისმსმელი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სჯიან. ხოლო საქმე-საქმეზე რომ მიდგება, საუბრობენ, რომ არ დაისაჯა რომელიმე კონკრეტულ საქმეზე რომელიღაცა სამართალდამცველი და არ გამოვიძიეთ რომელიმე კორუფციის საქმე. ლაპარაკობენ იმაზე, რომ შეიქმნა რაღაც დონის ორმაგი სტანდარტი”.

ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ როდესაც რაღაცას აკეთებ, ბუნებრივია გექნება შეცდომები, თუმცა ყოფილმა ხელოსუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა.

რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები. ბევრი შეცდომები იყო. ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს. ვფიქრობ, ბევრი რაღაც ყველას ერთად სსხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ქვეყნის სხვანაირი განვითარების. მაგრამ რაღაც ლაპარაკი, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომების გამო რაღაც მოხდა, ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ მოხდა გლობალური კატაკლიზმა, ასე ვთქვათ, რომელიც იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს. თუმცა, ამას დაერთო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი ბუნებრივი პროცესი – ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალური, სწორი, კარგი პროცესი იყო, რა თქმა უნდა”, – ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

ზურაბ ადეიშვილს ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ახლა უნგრეთს აფარებს თავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი