ახალი ამბები

არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი ტურისტი – მაჭავარიანი

31 ივლისი, 2019 • 1224
არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი ტურისტი – მაჭავარიანი

ფინანსთა მინსიტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ “არ გვინდოდეს რუსი ტურისტი და გვინდოდეს გერმანელი“.

“იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაჭავარიანი ასევე საუბრობს ღვინოზე და ამბობს, რომ რაც მეტი ღვინო გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში – “მეტი გავა სხვაგანაც“.

“ჩვენ უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც. ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება, იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე, იქნება ეს ტურიზმი თუ ექსპორტი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც – უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი.

ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრო ამბობს, რომ ყველა ბაზრის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, შემდეგ კი განმარტავს:

„იგივე არის ღვინოზეც და სხვა პროდუქტზეც – რაც მეტი გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში – მეტი გავა სხვაგანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესს შევუნარჩუნოთ მომგებიანობა და, შესაბამისად, ეს ბაზრები შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი