ახალი ამბები

ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა მიიღო

31 ივლისი, 2019 •
ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა მიიღო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

ზოგადი უნარების ტესტი 4 ვარიანტად იყო დაყოფილი, ხოლო მაქსიმალური ქულა 80-ს შეადგენდა.

შედეგების ანალიზის მიხედვით, 79 ქულა მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა მიიღო, 78 ქულა – ხუთმა, ხოლო 77 ქულა – ოთხმა.

აბიტურიენტების უმრავლესობამ ზოგადი უნერების გამოცდაში 21-დან 40 ქულამდე მიიღო.

ანალიზის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ზოგად უნარებში ვერ გადალახა აბიტურიენტების 12,9%-მა, ხოლო 87,1% აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი