ახალი ამბები

მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში ეწეოდა, უფლებამოსილება 1 თვით შეუჩერეს

30 ივლისი, 2019 • 1355
მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში ეწეოდა, უფლებამოსილება 1 თვით შეუჩერეს

თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც ავტომობილში მგზავრების გადაყვანის დროს ეწეოდა, უფლებამოსილება 1 თვით შეუჩერეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

#შეცვალე

42 ნომერი “მარშუტკა”
მიდი ვაჟკაც იგულავე…
ესეთი რაღაც რომელიმე ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ?
და იმ ქალაქის მერის განცხადება ან რეაგირება ამის ნახვის შემდეგ!!
თქვენ პასუხს და რეაგირებას ველოდებით.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Kakha Kaladze კახა კალაძე
Natia Mikiashvili

Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on Sunday, 28 July 2019

„თბილისის მიკროავტობუსი“ ამბობს, რომ შემთხვევა 42-ე ნომერ მიკროავტობუსში 27 ივლისს მოხდა.

„კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე „თბილისის მიკროავტობუსის“ შიდა სანქციების მიხედვით მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას,ხოლო თავის მხრივ “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ,“ – ნათქვამია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი