ახალი ამბები

თუშეთში, ავარიის დროს დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება

28 ივლისი, 2019 • 1652
თუშეთში, ავარიის დროს დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაობი ხვალიდან განახლდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 29 ივლისს დაკარგული ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

ამასთან, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება, სწორედ ამიტომ დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტოიირდან ომალომდე.

“2019 წლის 29 ივლისს, დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტოიირდან ომალომდე.

იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა, 27 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად. მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფელარუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს სავრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან.

ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამინის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნის დარჩებიან პოლიციის და სამაშველო ჯგუფები,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია გუშინ, 27 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანის, მათ შორის 1 არასრულწლოვანის დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი