ახალი ამბები

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა რ2-ის საქმეზე, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ

26 ივლისი, 2019 • 657
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა რ2-ის საქმეზე, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენონ.

ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებს დღეს, 26 ივლისს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების – ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის – ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს.

“სიტუაციიდან გამომდინარე, მე პირადად ძალიან რეალურად ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუკი ეს პროცესები ძალიან სწრაფად, სამართლიანად არ წარიმართება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საკითხი დავაყენოთ ჩვენ, დეპუტატების ჯგუფმა”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი