ახალი ამბები

“ოცნების” წევრები პარლამენტში დვალი/აქიმიძესთან შეხვედრას არ დაესწრნენ

26 ივლისი, 2019 •
“ოცნების” წევრები პარლამენტში დვალი/აქიმიძესთან შეხვედრას არ დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის წევრების – ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა გაიმართა.

“რუსთავი 2”-ის საკუთრების დავის თემაზე შეხვედრაში მონაწილეობდნენ “ერთიანი ნაციონალული მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი იურისტები. შეხვედრას არ დასწრებია არცერთი წარმომადგენელი საპარლამენტო უმრავლესობიდან.

“ღია შეხვედრა იყო დაანოსებული და პრაქტიკულად ყველამ იცოდა. რატომ არ მოვიდნენ, არ ვიცი. მე მათ ადგილას მოვიდოდი იმიტომ, რომ “რუსთავი 2″ ერთ-ერთი ყველაზე ცხარე და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა დღევანდელ დღეს. ცოტა გამიკვირდა, რომ არ მოვიდნენ, მეგონა, მათაც დააინტერესებდათ ეს თემები, თუმცა ინტერნეტსტრიმი იყო და შეიძლება იქ უყურებდნენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შეხვედრის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლევან კობერიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი