ახალი ამბები

ოქრუაშვილის დაკავება აღიარებაა, რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია – მელია

26 ივლისი, 2019 • 1132
ოქრუაშვილის დაკავება აღიარებაა, რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დროის გარემოება ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომელიც რ2-ის საქმეს ეხება, ქიბარ ხლვაშის ხელმოწერა ნამდვილია.

“როდესაც ხელისუფლების ყველა შტოს მდგრადობა ერთი კაცის ნერვებზეა დამოკიდებული, იმ ხელისუფლების დრო დათვლილია. გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ უღალატა ნერვებმა ივანიშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა 20-21 ივნისის საქმეზე, მაშინ როცა თვეზე მეტია გასული გავრილოვის ღამის შემდეგ. აქამდე მისი დაკავება არ გადაწყვიტა.

ეს ივანიშვილმა გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ხმაურიანი განცხადებები აკეთა და სასამართლოს მიმართა ხალვაშის/ანუ ივანიშვილის რ2 წილის დაყადაღების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, ამ დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი დაცვის წევრის დაპატიმრება, როგორც გაფრთხილება.

როგორც ჩანს, ეს დაკავება წარმოადგენს აღიარებას, რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია”, – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, 20 ივნისს დაღვრილი სისხლის შემდეგ “ივანიშვილმა იძულებით გამოიმეტა პროპორციული არჩევნები, მაგრამ რეალურად არჩევნებამდე მივყვავართ თავისუფალი არჩევანის გარეშე”.

“იჭერს/ზღუდავს ლიდერებს, ანტისაოკუპაციო და ანტიოლიგარქიულ მოძრაობებში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს, რაც უნდა განხილულ იყოს, როგორც მთლიანად ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელქტორატის დევნა.

სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ამ სპექტრის, ამ ელექტორატის ერთიანობა, ყოველგვარი “მაგრამების და დათქმების გარეშე”, – აცხადებს მელია.

ამავე თემაზე

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

მასალების გადაბეჭდვის წესი