ახალი ამბები

მდინარემ მესტიაჭალა ჰესის ტერიტორია დატბორა – სტიქია სვანეთში

25 ივლისი, 2019 • 2867
მდინარემ მესტიაჭალა ჰესის ტერიტორია დატბორა – სტიქია სვანეთში

სტიქიაა სვანეთში, სადაც ადიდებულმა მესტიაჭალამ ჰესის ტერიტორია დატბორა, დანგრეულია ხიდები, მაშველები ტურისტების გამოყვანას ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მაშველები ამჟამად ცდილობენ მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა მხარეს ტურისტების გადმოყვანას, რადგანაც მდინარემ წაიღო ხიდები.

ამავე სამსახურის ცნობით, მდინარის მიერ მოტანილმა შლამმა დაფარა ხუთი მანქანა, თუმცა მსხვერპლი არ არის, რადგანაც მანქანებში არავინ იმყოფებოდა.

სტიქიის ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა:

განცხადებას ავრცელებს “სვანეთი ჰიდრო”, რომლის ცნობით, დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა კომპანია დიდ ზარალს უარყოფს:

“დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოჰყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა, პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია” ,- აცხადებს “სვანეთი ჰიდრო”.

ამ ჰესის მშენებლობას მესტიაში ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ:

პროტესტი მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ: მესტიაში ადგილობრივებმა ტექნიკას გზა გადაუკეტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი