ახალი ამბები

მომღერალი თიკა ჯამბურია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

25 ივლისი, 2019 • 2114
მომღერალი თიკა ჯამბურია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

მომღერალი თიკა ჯამბურია თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯამბურია მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაჰყავთ. მომღერალი დაკავებისას გადაღებულ ვიდეოში პოლიციას უხსნის, რომ მანქანა სახლთან ჰქონდა გაჩერებული.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯამბურია ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

მოგვიანებით, “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი