ახალი ამბები

პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას – ლომჯარია უტიაშვილის სახლთან აქციაზე

25 ივლისი, 2019 • 1069
პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას – ლომჯარია უტიაშვილის სახლთან აქციაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფეისბუქ-სტატუსის გამო გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაღალი სტანდარტი არსებობს, თუმცა მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის პირად სივრცესა და პირად ცხოვრებას.

“ჩვენს ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს. მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება.

თუმცა მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია გახდეს დიდი სტრესის საფუძველი.

მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები”, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, უტიაშვილის სახლთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ გორიდან ჩამოვიდნენ უტიაშვილის სტატუსის გასაპროტესტებლად, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა. მათ ხელში ეჭირათ საპროტესტო ბანერები, სასტვენები და ითხოვდნენ უტიაშვილის ბოდიშს. ასევე უტიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან ითხოვენ, დააფიქსიროს თავისი აზრი, ეთანხმება თუ არა ქმრის პოზიციას. უტიაშვილის მიმართ ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილები, ამავე კონტექსტში აქციის მონაწილეები მოიხსენიებდნენ ენმ-ს.

შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფბ-პოსტის გამო აქციას მართავენ

ეკა კვესიტაძე თავის სახლთან მიმდინარე აქციას სამთავრობო ზეწოლად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი