ახალი ამბები

ეკა კვესიტაძე თავის სახლთან მიმდინარე აქციას სამთავრობო ზეწოლად აფასებს

25 ივლისი, 2019 • 3530
ეკა კვესიტაძე თავის სახლთან მიმდინარე აქციას სამთავრობო ზეწოლად აფასებს

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ მის სახლთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქცია არა მისი ქმრის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსს, არამედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ ამ აქციას განიხილავს ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლად მის, როგორც ჟურნალისტის წინააღმდეგ:

“რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მისამართით – საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან”, – წერს ეკა კვესიტაძე.

“თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს, ძალიან ცდება”, – ამბობს კვესტიაძე და სახალხო დამცველს, ასევე, არასამთავრობოებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფბ-პოსტის გამო აქციას მართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი