ახალი ამბები

მაჩალიკაშვილს პოლიცია პარლამენტთან კარავს არ აშლევინებს – Live

25 ივლისი, 2019 • 1177
მაჩალიკაშვილს პოლიცია პარლამენტთან კარავს არ აშლევინებს – Live

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 25 ივლისს, პარლამენტის წინ კარვის დადგმას აპირებს. ის პარლამენტთან უკვე მივიდა.

თუმცა ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებს, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ როდესაც რეაბილიტაცია დაიწყება, ის კარავს აიღებს, თუმცა მანამდე გაშლის. პოლიცია აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლა სხვა ადგილას შეუძლია.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაურბუნებიათ. მაჩალიკაშვილი დღეს უფრო პატარა კარვის დადგმას აპირებს.

ამავე თემაზე

ომბუდსმენი აქციებზე კარვების დაშლის სადავო მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ჩუგოშვილი: კარვის გაშლა ვერ აიკრძალება, თუ ის ხელოვნურ დაბრკოლებას არ ქმნის

ომბუდსმენი აქციებზე კარვების დაშლის სადავო მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი