ახალი ამბები

სრული სისულელეა — ბოკერია უგულავას პარტიიდან წასვლის შესაძლებლობაზე

24 ივლისი, 2019 • 1430
სრული სისულელეა — ბოკერია უგულავას პარტიიდან წასვლის შესაძლებლობაზე

„ევროული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „სრული სისულელე“ და „ოპონენტების პროპაგანდა“ უწოდა მოლოდინს, რომ შესაძლოა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გუნდი დატოვოს.

24 ივლისს ტვ პირველის ეთერში წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, იგეგმება თუ არა, რომ უგულავა „ევროპულ საქართველოს“ გამოეყოს, ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს არის „ოპონენტების მორიგი პროპაგანდა“.

„მე მგონი, ღმრად ცდება ის, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა. ეს პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდნენ ძირითადად სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები, თუმცა ზოგიერთი ჩვენი დაუძინებელი მეგობარი ოპოზიციიდან, არის გამოწვეული მნიშვენლოვან საკითხებზე დისკუსიით, რაც ჩვენთან ხდება ხოლმე… ჩვენ ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა ვართ და თუ ამ სახის ბრაზი გაჩნდა, ყველა გაიგებს. უბრალოდ, ეს არის სრული სისულელე“, — თქვა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი