ახალი ამბები

“თიბისი ბანკს” ფინანსური საფრთხე არ ემუქრება – გვენეტაძე

24 ივლისი, 2019 • 964
“თიბისი ბანკს” ფინანსური საფრთხე არ ემუქრება – გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლისთვის ბრალის წარდგენა ბანკის მომხმარებლებს საფრთხეს არ შეუქმნის.

“ ჩვენ თიბისი ბანკთან ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა, რომ ბანკი არის ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ფინანსურად საფრთხე არ ემუქრება. ბანკის მომხმარებლების ინტერესები ზუსტად ისევეა დაცული, როგორც როგორც აქამდე იყო. რაც შეეხება ბატონ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ჩვენ ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას. თიბისი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის არანაირი დავა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ დღეს, 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ხაზარაძე დასაკითხათ დღესვე, 17 საათზე დაიბარეს.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთისთვის სასამართლოს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი