“არ შემიძლია არ შევეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და მართლაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას,რომელიც წამოიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. მე ვგულისხმობ ჩვენი სამართალდამცავების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას მათი მხრიდან. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სახეზე არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა. ის ვიდოები, რაც მათ გამოაქვეყნეს, მხოლოდ ამაზე მიუთითებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის, მოახდინოს ჩვენი მართვა როგორღაც საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების, ასევე ჯარისკაცების, ზოგადად ჩვენი საზოგადოების დამცველების, ჩვენი ხალხის ინტერესებისა და მათი უსაფრთხოების დამცველების დისკრედიტაცია. ეს ძალიან სახიფათო თამაშია და მე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ მათ ძვირად დაუჯდებათ”- ეს განცხედება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27 იანვარს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის დახმარებით. პარტიამ მეორე დღეს მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით შსს-ს მაღალჩინოსანი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღით ემუქრება.
