ახალი ამბები

ხაზარაძე პროკურატურაში 24 ივლისს, 17:00 საათზე მივა – ადვოკატი

24 ივლისი, 2019 • 903
ხაზარაძე პროკურატურაში 24 ივლისს, 17:00 საათზე მივა – ადვოკატი

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს, 17:00 საათზეა დაბარებული. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე უწყებაში მისვლას გეგმავს. უწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიცია სწორედ პროკურატურაში მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”, – აღნიშნეს პროკურატურაში.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთისთვის სასამართლოს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი