ახალი ამბები

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომა კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

23 ივლისი, 2019 •
დოლიძემ და ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომა კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელების გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დღესაც დატოვეს.

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ისევე როგორც მანამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა, არაერთხელ მოითხოვეს, კანდიდატებთან გასაუბრება ღამის საათებში, დაჩქარებულ რეჟიმში არ წარმართულიყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან მიმდინარეობს.

ვრცლად წაიკითხეთ:

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი