ახალი ამბები

ემზარ კვიციანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

28 იანვარი, 2015 • • 1369
ემზარ კვიციანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

კვიციანის ადვოკატ ლექსო კობაიძის ინფორმაციით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, თან ისე, რომ კვიციანს წაყენებული ბრალი არ უღიარებია:


კობაიძის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ 11-თვიან პატიმრობაზე. ეს სწორედ ის პერიოდია, რაც კვიციანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გატარებული აქვს, ანუ მას ეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს:

 

“28 იანვარს სრულდება 11 თვე და 4 დღე, რაც ემზარ კვიციანი პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ, თუმცა ვაღიარებთ სასჯელს, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი გვაძლევს”.

 

კობაიძის თქმით, პროკურატურამ კვიციანს საპროცესო შეთანხმება თვითონ შესთავაზა ზუსტად 4 დღის წინ. 


 

კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული. მას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

 

 

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა. რუსეთიდან გასული წლის თებერვალში დაბრუნდა.

 

 

 

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი