ახალი ამბებისამართალი

რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ ამ პატიმარს არ გაუვრცელებია პირველად კადრები – ბესელია

23 ივლისი, 2019 •
რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ ამ პატიმარს არ გაუვრცელებია პირველად კადრები – ბესელია

ეკა ბესელიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში უთხრეს, რომ სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელსაც დღეს შსს-მ ბრალი წარუდგინა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, პირველს არ განუთავსებია ინტერნეტში უკანონოდ პირადი კადრები.

“სომხერთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე ჩვენ ვიცოდით რამდენიმე თვეა უკვე. მახსოვს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ ამ პატიმართან, თუმცა მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა და მაშინ აქამდე რატომ არ წარუდგინეს მას ბრალი?

მე როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს ადამიანი. მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს და ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და არ მისცეს უფლება ამ პატიმრის დაკითხვის. უცნაურია, რატომ არ მისცეს საქართველოს მხრიდან გამომძებელს და პროკურორს ამის უფლება?!

ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა რაიმე ინფორმაცია სომხეთიდან ამ პატიმართან დაკავშირებით. პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი – იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება. მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო”, – აცხადებს პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის განცხადებით, ამ გარემოებების გამო გამოძიების შედეგებს სერიოზულს ვერ უწოდებს.


შსს-მ დღეს განაცხადა, რომ სწორედ სომხეთის ციხეში მყოფმა პატიმარმა პირველმა გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში.

“ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ- სგან მიიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვრცლად:

გამოვავლინეთ პირი, რომელმაც პირველმა გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი კადრები – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი