20 იანვრიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ, განახლებული დიზაინის და ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ.
მობაილბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია 5-ნიშნა კოდის გამოყენებით.
მობაილბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც: საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა, გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება.
Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას ასევე გაუმჯობესებული აქვს Google Map-ზე ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც.
მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC Bank უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.
თიბისი ბანკის მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.