ახალი ამბები

დაგვთვალე ბიძინა – აქცია პარლამენტთან დანომრილი ფურცლებით

20 ივლისი, 2019 •
დაგვთვალე ბიძინა – აქცია პარლამენტთან დანომრილი ფურცლებით

თბილისში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პარლამენტის წინ აქცია დანომრილი ფურცლებით მიმდინარეობს.

“დაგვთვალეთ, დაგვთვალე ბიძინა” –  სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

“201-ე ვინ არის? 201-ე ამოვიდეს სცენაზე. ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ტყუილი,” – აქციის ორგანიზატორები ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილს გამოეხმაურნენ.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს 17 ივლისს ბათუმში  გამოეხმაურა.   ივანიშვილის თქმით ის გიორგი გახარიას გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს.  ამავე კონტექსტში თქვა რომ თბილისში აქციებზე 200 კაცზე მეტსაც ვეღარ აგროვებენ, რადგანაც “ხალხი ბრძენია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი