ახალი ამბები

ზუგდიდში ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

20 ივლისი, 2019 • 3899
ზუგდიდში ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი რის პარალელურადაც ქვიარ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Livepress ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხელმოწერებს “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხელმოწერებს აგროვებს. საინიციატივო ჯგუფი ასევე ითხოვს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას.

Livepress-თან საუბარში საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ უკვე მესამე დღეა რაც ხელმოწერებს აგროვებენ, ტრაპეზი კი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.

“ნეტგაზეთი” საკითხის კომენტირებისთვის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან ცდილობს დაკავშირებას. ეპარქიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


Livepress-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ სრულად წაიკითხოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი