ახალი ამბები

სააკაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს მხარი მის მაჟორიტარებს, თუმცა ზელენსკის სიას დაუჭირონ

20 ივლისი, 2019 • 1010
სააკაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს მხარი მის მაჟორიტარებს, თუმცა ზელენსკის სიას დაუჭირონ

მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტიაც უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, რომ ხმა მისი პარტიის მაჟორიტარებს მისცენ, თუმცა პარტიული სიით, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას გამოუცხადონ ნდობა.

მისი თქმით, ამ გზით პრეზიდენტ ზელენსკის მისცემს შანსს, რომ მთავრობა საკუთარი სურვილისამებრ დააკომპლექტოს და ანალოგიური გადაწვეტილების მიღებისკენ სხვა იმ პარტიებსაც მოუწოდა, რომლებსაც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ:

“ვფიქრობ, პრეზიდენტ ელენსკის სჭირდება მივცეთ შანსი ძველ პოლიტიკოსებთან დათმობების გარეშე დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომ, ყოველი პროცენტი ახლა მნიშვნელოვანია. მე არ მსურს ჩვენმა პროცენტებმა, რომლითაც შესაძლოა რადაში შესვლის საშუალება მაინც არ მოგვცეს ამას ხელი შეუშალოს. ამიტომ, მძიმე დისკუსიის შემდეგ მხარი დავუჭირე გადაწყვეტილებას და გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს, სიით კი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზელენსკის “ხალხის მსახურს” – ამბობს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.