ახალი ამბებიგართობაკინო

ნეტფლიქსი The Witcher-ის პირველ თიზერს ავრცელებს [ვიდეო]

20 ივლისი, 2019 • 2360
ნეტფლიქსი The Witcher-ის პირველ თიზერს ავრცელებს [ვიდეო]

Netflix პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის “მხედვრის” მიხედვით შექმნილი სერიალის პირველ თიზერს ავრცელებს. სერიალში გერალტ რივერიელის როლს სუპერმენის ვარსკვლავი ჰენრი კავილი ასრულებს.

ჰენრი კავილთან ერთად Netflix-ის “მხედვარში” მთავარ როლებს ფრეია ალენი და ანია შალოტრა ასრულებენ. ფრეია ცინტრას პრინცესის, ცირის როლს შეასრულებს. ანია შალოტრა კი გერალტის პარტნიორის, იენიფერის როლზე დაამტკიცეს.

როგორც პირველი თიზერიდან ირკვევა, სერიალის პირველი სეზონი მოიცავს იენიფერისა და ცირის ისტორიასაც მანამ, სანამ ისინი გერალტს შეხვდებოდნენ.

ვრცლად სერიალის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ:

Netflix-მა “მხედვარის” ეკრანიზაციისთვის მსახიობების შემადგენლობა გაასაჯაროა

მასალების გადაბეჭდვის წესი