ახალი ამბები

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი შერჩეულია

18 ივლისი, 2019 • 14758
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი შერჩეულია

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორკოლიანის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც ქიბარ ხალვაშის ხელმძღვანელობის პირობებში საკადრო ცვლილება შეეხება და უკვე შერჩეულია საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი.

ჟორჟოლიანი მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელი არ არის.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ამიტომ, ახალ დირექტორს მოსთხოვეს თანამშრომლებს, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. მისივე თქმით, ამით დადასტურდება, შენარჩუნდება თუ არა არხის სარედაქციო პოლიტიკა.

“გვქონდა გამოცდილება, როდესაც ამ არხზე ქიბარ ხალვაში მოვიდა და ის დაგვპირდა, რომ ხელშეუხებლები ვიქნებიდით. შემდეგ ეს ყველაფერი დაარღვია და ამ ტელევიზიიდან ხალხი გაუშვა. რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ვეუბნებით ამ კაცს [პაატა სალიას], ჩვენ ქიბარ ხალვაშის არ გვჯერა, რადგან მან ეს არხი ერთხელ უკვე გამოიყენა ცუდად. ამიტომ ვამბობთ- 10 ადამიანთან, მაგალითად, გიორგი გაბუნიასთან, ნოდარ მელაძესთან… მე ნუ ვიქნები მათ შორის… ამ ადამიანებთან, რომლებიც ბიძინას ძილს უფრთხობენ, გააფორმონ კონტრაქტი და თუ კონტრაქტს გაუფორმებ და ამ ხალხს ორი წელი არ შეეხები, მაშინ კიდევ ღირს რაღაცაზე საუბარი”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, “არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც აქ მოდის საინფორმაციო სამსახურის უფროსად”.

“მის სახელს ვერ დავასახელებ. მე ეს რატომ შევთავაზე, იცით?! [კონტრაქტის დადება] რათა მაყურებელმა ნახოს, რომ ამაზე წამსვლელი ქიბარ ხალვაში არ არის. ხალვაში ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას კონტრაქტს დაუდებს, ხალხო?! “-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი