ახალი ამბები

ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საქართველოს წელს „მცოცავი საზღვარი“ წარადგენს

23 იანვარი, 2015 • • 1778
ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საქართველოს წელს „მცოცავი საზღვარი“ წარადგენს

პროექტის კურატორია – ნია მგალობლიშვილი, არტისტები – რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად – დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით.

ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით დღეს შეარჩია, აცხადებს სამინისტრო.

ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, – ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება.
ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures).

ვენეციის ბიენალე
ვენეციის ბიენალე

მასალების გადაბეჭდვის წესი