ახალი ამბები

დაარღვია თუ არა ხალვაშმა დვალი/აქიმიძესთან დადებული პირობა – პაატა სალიას განმარტება

18 ივლისი, 2019 • 1736
დაარღვია თუ არა ხალვაშმა დვალი/აქიმიძესთან დადებული პირობა – პაატა სალიას განმარტება

რ2-ის ახალი დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მისი დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის როლი.

2017 წელს ხალვაში აქიმიძესა და დვალს რ2-ის წილის 50 პროცენტსა და მენეჯმენტს, ანუ დირექტორად დავით დვალის დანიშვნას ჰპირდებოდა, თუმცა დღეს გენერალური დირექტორად სალია დანიშნა. ნეტგაზეთმა სალიას სწორედ ამ პირობის თაობაზე ჰკითხა:

“ეს საკითხი წამოიჭრა და ზოგადად მეც მქონდა შეკითხვა ქიბართან, რომ ჩვენ ერთად პრესკონფერენციები ჩაგვიტარებია, ამოცანებიც იყო დასახული, რომ დვალი ყოფილიყო დირექტორი და ა.შ. მან თქვა, რომ ეს საკითხი არის სამუშაო და განსახილველი, არ ვგულისხმობ მეწილეობას და დირექტორობას, ზოგადად მათთან ურთიერთობის საკითხი არის გადასაჭრელი, რაც შეიძლება ყვეალფერს მოიაზრებდეს. შესაბმიასდ, ეს რომ გადაწყდება და ჩამოვყალიბდებით, მერე გაირკვევა ისიც, დირექტორია, მეწილეა თუ რა. ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. დღეს ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ ამაზე სუაბარს აპირებს, მათაც მიულოცა გამარჯვება. ეს საუბრები აუცილებლად შედგება”, – ამბობს პაატა სალია.

ფოტო 2015 წლის პრესკონფერენციიდან, რომელზეც სალია საუბრობს

ნეტგაზეთმა ხალვაშის ადვოკატს ასევე ჰკითხა, ფიქრობს თუ არა რ2-ის დირექტორის თანამდებობაზე დიდხანს დარჩენას. ქიბარ ხალვაშის განცხადების თანახმად, სალიამ  პირველ ეპატზე ასეთი ამოცანა უნდა შეასრულოს – “უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და, ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია”.

“რთულია რაღაცებზე გრძელვადიან პერსპექტივაში ვილაპარაკოთ. ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. მე ეს არეალი განმისაზღვრა [მეპატრონემ] მოქმედების. ამას რომ შევასრულებ, მერე გამოჩნდება ახალი ნიშნული, რას ვაკეთებთ, საით მიდის კომპანია.

ამ სიტუაციაში ვინაიდან ვიყავი ხალვაშის წარმომადგენელი, ამ პროცესში ერთად გავიარეთ და მივედით ამ გამარჯვებამდე, მან მთხოვა, რომ გვერდში დავუდგე ადამიანს და განვახორციელო ის ფუნქციები, რაც მთხოვა.

რომ გითხრათ, როცა ამ ბრძოლაში შევდიოდი, ჩემი სურვილი იყო ის, რომ დირექტორის თანამდებობაზე მეფიქრა, არც მქონია აზრად, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა. 1 თვეში, 2 თვეში თუ 1 წელიადში  რა იქნება, [გაკრვეული პერიოდის] შემდეგ გიპასუხებთ”, – ამბობს სალია.

ამავე თემაზე

ხალვაში 2017 წელს რ2-ის დირექტორობას დავით დვალს ჰპირდებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი