ახალი ამბები

გვარამია: R2-ის ახლავე გადაფორმება უკანონობა და დანაშაული იქნება

18 ივლისი, 2019 • 1149
გვარამია:  R2-ის ახლავე  გადაფორმება უკანონობა და დანაშაული იქნება

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება:

“მინდა ვუპასუხო წულუკიანს, რომ დროებითი ღონისიძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადწყვეტილება ძალაში შევიდა. მე ვიტყოდი, სამსართლებრივად სკანდალურიცაა ეს გადაწყვეიტლება იმიტომ, რომ მეორე კოლეგიამ რუსთავი 2-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეიტლებით და მიიღო დროებითი ღონისძიება უზენაესის გადწყვეტილებაზე. მეორე პალატამ კი თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავთ და ღიად დაუსაბუთებელიაო.

მოკლედ რომ ვთქვათ, მე მივმართავ წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დღესვე ძალაში შესვლაზე და იმის თქმა, რომ ხალვაშს შეუძლია მივიდეს და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი- თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის- რომელიც  მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეიტლებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ეს გადაწყვეიტლება სრულად შეცვალოს. თუ დიდი პალატა მიიღებს ამ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში და დაადგენს, რომ, მაგალითად, პირველი ინსტანაციის მოსამართლე იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ხალვაში და უკანონოდ საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი, ამიტომ ახლა ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება კონსტიტუციის ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით- თანამდებობრივი დანაშული”, – ამბობს გვარამია.

ის მოუწოდებს წულუკიანს, დაიწყოს ღია ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხზე, რასაც შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები მოჰყვება. გვარამიას თქმით, ტელეკომპანია აუცილებლად გამოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას:

“უნდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად და არცთუ ისე ცუდი და, ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი. ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც გამოვიყენებთ. დანარჩენი, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი, ჩაკეტა. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას” ,- ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2-თან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს ხელშეკრულება, რომელიც  მთელ რიგ გარანტიებს აძლევს და მათი შესრულების გარეშე თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებს ტელეკომპანიის ვერც ძველი და ვერც ახალი მფლობელი:

“მეორე საკითხი, რომელიც არ უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ჩემი კომპეტენციის საკითხი. მართალი გითხრათ, ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. მარტივად აგიხსნით, ესაა ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისფულება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ. რა დამოკიდებულება აქვს ხალვაშს ამ კონტრაქტთან, სულერთია. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება.

არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება რას იზამს. ერთადერთი, როცა მე წავალ ჩემი ნებით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის გნახილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს.

ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლოში. ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. იდავეთ ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება არის შეუძლებელი. ეს კონტრაქტი დაიდო იმისთვის, რომ მე არ ვყოფილიყავი დამფუძნებელზე დამოკიდებული. მათ შორის, არც მოქმედ და მომავალ მფლობელებზე. ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის გარანტია”, – ამბობს გვარამია.

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა რ2-ის საქმეზე | საიას ანალიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი