ახალი ამბები

გამოძიებამ მთავარი ყურადღება 20 ივნისის ერთიანი სურათის შესწავლაზე უნდა გაამახვილოს- ლომჯარია

18 ივლისი, 2019 • 1095
გამოძიებამ მთავარი ყურადღება 20 ივნისის ერთიანი სურათის შესწავლაზე უნდა გაამახვილოს- ლომჯარია

“გამოძიებამ მთავარი ყურადღება ერთიანი სურათის შესწავლაზე უნდა გაამახვილოს,  ეს არის მთავარი საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კონკრეტულად ინდივიდუალური პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლაზე კონცენტრირება” – მიაჩნია სახალხო დამცველს და საკონსულტაციო საბჭოს, რომელსაც ნინო ლომჯარიამ 20-21 ივნისს პოლიციის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პირველადი ინფორმაცია გააცნო. 

თუ როგორ, რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ, რამდენად შეესაბამებოდა ეს ძალა არსებულ ინსტრუქციებსა და საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს; როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა ბრძანებებს, რა ბრძანებები იყო გაცემული და ვინ იყო მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი. ეს არის მთავარი საკითხი და მხლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კონკრეტულად ინდივიდუალური პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლაზე კონცენტრირება“, – ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში. 

ლომჯარიას განცხადებით, ამ კვირაში მმართველი რგოლის პოლიციელთა გამოკითხვის პროცესი დაიწყება. მისივე ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან საგამოძიებო მასალებს, რომლებზეც სრული წვდომა აქვთ:

“საქმის მასალების 10 ტომის შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე გამოკითხულია 300–მდე ადამიანი. პირველად გამოიკითხა ფიზიკურად დაზარალებული პირები, ასევე, 50–მდე ჟურნალისტი და 45–ზე მეტი პოლიციელი. მიმდინარე კვირაში მმართველი რგოლის პოლიციელთა გამოკითხვის პროცესი დაიწყება. გარდა ამისა, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, როგორც ტელევიზიით გასული, ასევე კერძო და საჯარო ობიექტებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ამ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაშიფრულია”. 

2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველი საზედამხედველო ფუნქციით 2 ივლისიდან არის ჩართული.

მონოტორინგის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველმა სხვადასხვა ჯგუფების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭო შექმნა, რომლის წევრები არიან:

დიმიტრი ხაჩიძე – კონსტიტუციის 42–ე მუხლი,

სოფიო ასათიანი – ღია საზოგადოება ფონდი საქართველო,

მარინე კაპანაძე – საქართველო დემოკრატიული ინიციატივა,

ანი ნასრაშვილი – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

თამთა კახიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

გიორგი გოგია – ორგანიზაცია Human Rights Watch

მაია მწარიაშვილი – ადვოკატი

ქეთევან ჩომახაშვილი – ადვოკატი

გიორგი ნონიაშვილი – ილიაუნი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, 20 ივნისის საპროტესტო მოძრაობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი,

ამირან გიგუაშვილი – ადვოკატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი