“ისლამურ სახელმწიფოზე”, რომელიც ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, კოალიცია აშშ–ის წინამძღოლობით საჰაერო დარტყმებს აგვისტოდან ახორციელებს. თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰამონდი ამბობს, რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება არის საჭირო. როგორც მან განაცხადა, ამ ქვეყნებს სურთ, რომ შეაჩერონ “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების მსურველთა ნაკადი და გადაუჭრან მათ დაფინანსების გზები.
ასევე, შეხვედრაზე მინისტრები ისაუბრებენ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლთათვის უფრო მეტი სამხედრო დახმარებისა და მათი მსხვერპლისთვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე.
ევროპის პოლიციის სააგენტოს, ევროპოლის შეფასებით, ერაყსა და სირიაში საბრძოლველად ევროკავშირის 5 000–მდე მოქალაქე გაემგზავრა, ათასობით ადამიანი კი – არაბეთიდან და მუსლიმური ქვეყნებიდან.
როგორც BBC წერს, ისლამისტი შეიარაღებული პირების უკანასკნელმა თავდასხმებმა საფრანგეთში გამოიწვია კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მთავრობაზე, რათა მათ გადამწყვეტი შედეგები აჩვენონ.
