სოციალური ქსელები, “ფეისბუკი”, “ინსტაგრამი” და “ვოთსაპი”, შეფერხებით მუშაობს. სამივე პლატფორმას კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

ხარვეზის შედეგად სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

Down Detector-ის მიხედვით, პრობლემა პლატფორმებზე თბილისის დროით 16:00 საათიდან გაჩნდა და შეეხო მომხმარებლებს საქართველოდან, საბერძნეთიდან  და ბულგარეთიდან.

რამ გამოიწვია შეფერხება, ჯერჯერობით უცნობია.