ახალი ამბები

რ2-ის მეწილე პროკურატურას გვარამიას საქმიანობის გამოძიებას სთხოვს

16 ივლისი, 2019 • 1285
რ2-ის მეწილე პროკურატურას გვარამიას საქმიანობის გამოძიებას სთხოვს

რ2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გამოძიების დაწყებას ითხოვს ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

როგორც ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, გვარამიამ უფლებამოსილებას გადაამეტა და არხისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღო. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს არხის ფინანსური დოკუმენტაციიდან ჩანს.

ნინო ნიჟრაძის პრეტენზია კვლავ რ2-ისა და სარეკლამო სახლ ინტერმედიის ურთიერთობას ეხება. ყავლაშვილის თქმით, ტელეკომპანიამ სარეკლამო სახლს კონტრაქტი ფიქსირებულ თანხაზე გაუფორმა, რაც არხის ინტერესებს არ შეესაბამებოდა და ამან ტელეკომპანია დააზარალა. ნიჟარაძის პოზიციაა, რომ რ2 თანხების აკუმულირებას ინტერმედიაში განზრახ აკეთებს.

ამავე თემაზე – შესაძლოა რუსთავი2-ის გაკოტრებას და ახალი არხის შექმნას აპირებენ — მომჩივანის ადვოკატი

რ2-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყავლაშვილი ტყუილს ამბობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ინტერმედიასთან ურთიერთობაში რ2 დაზარალდა. მათი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე პროკურატურაში ამგვარი სარჩელის წარდგენა ხელისუფლების ხელწერაა.

“სრული ლუსტრირება მოახდინეს ჩვენი კომენტარის გარეშე”, – ამბობს თამთა მურადაშვილი.

ვრცლად ნიჟარაძისა და რ2-ის სხვა მფლობლების დავის შესახებ წაიკითხეთ აქ:

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ რ2-ის გარდა დავალიანება “იმედსაც” აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი