ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოს ხელისუფლება ოსებს გადაადგილებას უზღუდავს

15 ივლისი, 2019 • 1654
ცხინვალი: საქართველოს ხელისუფლება ოსებს გადაადგილებას უზღუდავს

ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსებს გადაადგილებას უზღუდავს, კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს,  რომ საუბარია” ისტორიულად აღმოსავლეთ ოსეთზე  – ტერიტორიაზე [თრუსო, კობი, გუდოს ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი], რომელიც საბჭოთა საქართველოს გადაეცა”.

დიმიტრი მედოევი, საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი, რუსულ რია-ნოვოსტისთან საუბარში აცხდებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე ოსებს არ აძლევს წინაპრების საფლავებზე გადასვლის საშუალებას, რითაც “ცინიკურად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომელსაც ხშირად ახსენებს ხოლმე თავად ქართული მხარე”.

“ჩვენ მომავალშიც მკაცრი რეაგირება გვექნება ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს ერთიან ნაციონალურ ორგანიზმს ეხება. ოსეთი განუყოფელია, ისევე როგორც მისი ნაციონალური სივრცე, ვის ხელშიც არ უნდა იყოს მისი ნაწილები ამჟამად”.

მედოევი მსგავს განცხადებებს, რომელიც ცხინვალის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიებზე პრეტენზიებს შეეხება, ხშირად ახმოვანებს.

ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე

 ოსებისთვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ კობში შემოსვლის შეზღუდვის ფაქტებზე ოსურმა მხარემ პირველად 2017 წლის ზაფხულში გაახმიანა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი