ახალი ამბები

საგარეჯოში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული და დამწვარი ძაღლი იპოვეს

15 ივლისი, 2019 • 1278
საგარეჯოში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული და დამწვარი ძაღლი იპოვეს

სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ-ერთი მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ,  ასახულია წამებით მოკლული ძაღლია. ვიდეოს ავტორის თქმით, ცხოველს მოჭრილი აქვს უკანა კიდურები, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაწვეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო ფაქტის შესწავლა და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად “რეგინფომ” გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი