ახალი ამბები

რ2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს შეკრებას აანონსებს

15 ივლისი, 2019 • 1053
რ2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს შეკრებას აანონსებს

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების დღეს ტელეკომპანია შეკრებას აანონსებს.

“ერთად დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოდ გადაწყვეტილებას. ვიკრიბებით რუსთავი 2-ის ეზოში 18 ივლისს, 12 საათზე, ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა“,- ნათქვამია ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მას, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

ეს საქმეებია:

  • ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე);
  • ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ;
  • გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

მასალების გადაბეჭდვის წესი