პაშა ბანკი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

პაშა ბანკი, ტრადიციულად, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი იუბილის სპონსორია. ბანკი უკვე მეხუთე წელია უერთდება ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

6 ივლისს Chargé d’affaires ელიზაბეტ რუდმა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს. ამერიკის ეროვნული ჰიმნი საელჩოს თანამშრომელმა, ქეიტ ნათმა შეასრულა, ხოლო საქართველოს ჰიმნი – ნატალია ბლოველტმა.

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა, რომელიც 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ქართულ-ამერიკული ურთიერთიბების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი