245 ათასი აშშ დოლარი ნაღდი ფულის ფლობა აქვს მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს. 

შენგელი ფიცხელაურის ქონებრივი დეკლარაცია 8 ივლისს გამოქვეყნდა. 73 წლის შენგელი ფიცხელაური, რომელიც ბერას, ბიძინა ივაშვილის შვილის ქვისლის მამაა, გომელაურის მოედგილედ მაისში დაინიშნა. სუს-ის ინფორმაციით, მანამდე ის შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო იანვრიდან. 

ქონებრივ დეკლარაციაში ფიცხელაურს ნაღდი ფულის წყაროდ “გთუნი”-ს მეწილის დივიდენდები აქვს მითითებული. “გთუნი” გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტია, ფიცხელაური დეკლარაციის თანახმად სასწავლებლის 12%-ს ფლობს და წილის ფლობის გრაფაში  შემოსავლად 2018 წელს 11400 ლარი აქვს მითითებული. 

დეკლარაციის თანახმად 15000 USD ნაღდი ფული აქვს ფიცხელაურის მეუღლეს, წყაროდ ასევე კერძო ბიზნესია მითითებული. 

ფიცხელაურს დეკლარაციაში შევსებული არა აქვს ანაზრაურების გრაფა – თუმცა სუს-ის ინფორმაციით ის 2009 წლიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილეობამდე  გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, ფიცხელაური და მისი მეუღლე ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას – სახლს, მიწას და ბინებს. 

შენგელი ფიცხელაურის უძრავი ქონება. წყარო: ქონებრივი დეკლარაცია
შენგელი ფიცხელაურის უძრავი ქონება. წყარო: ქონებრივი დეკლარაცია

ამავე დეკლარაციის მიხედვით სუს-ის უფროსის მოადგილემ და მისმა ცოლმა შვილს საჩუქრად გადასცეს 15, 100 და 20 ათასი აშშ ღირებულების მქონე უძრავი ქონება. 


შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.

შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა