ახალი ამბები

პროტესტის 25-ე დღე: ფლი მარკეტი და აქცია პარლამენტთან

14 ივლისი, 2019 • 1309
პროტესტის 25-ე დღე: ფლი მარკეტი და აქცია პარლამენტთან

დღეს,  14 ივლისს, პროტესტის 25-ე დღეს, პარლამენტთან ფლი მარკეტი იმართება.

საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას ყიდიან და შესული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

#სირცხვილია 25.0 – ფლი მარკეტი საპროტესტო აქციაზე, რომელიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართება

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ფლი მარკეტში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები:
Plastic Watcher – პოლიეთილენის “მაყურებელი”
Giovanni Morra
Ganjina Gift Box • განჯინა სასაჩუქრე ყუთი
Nair • ნაირი
ცოდნის კაფე/Knowledge Cafe
Hari Harale – ჰარი ჰარალე
აი კუბი ai kubi
BABSI • ბაბსი
WINE NESS
საბნევი • Sabnevi
MATTI • მატი
Purple Room/იისფერი სახელოსნო
სტიკი • Sticky
Person
Sempadora – The Vintage Store
Lacoaj • ლაკოაჟ
Friendship-Bracelets.net
True-Laila/თრუ-ლაილა
გამომცემლობა წყაროსთვალი . Tskarostvali Publishing
აიისა • aiisa
Allies / ალაის
ლივლივი Livlivi


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 20 ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი