ახალი ამბები

“გახარია ბოდიშს მოიხდიდა, მელია ალბათ რამდენიმე წელს” – ვასიკო ოდიშვილი აღარ ხუმრობს

14 ივლისი, 2019 • 5616
“გახარია ბოდიშს მოიხდიდა, მელია ალბათ რამდენიმე წელს” – ვასიკო ოდიშვილი აღარ ხუმრობს

ვასიკო ოდიშვილი, ტელეკომპანია “იმედის” იუმორისტულ გადაცემა “ვასმედიის” წამყვანი 13 ივლისის გადაცემაში აცხადებს, რომ აღარ ხუმრობს და თავის მონოლოგს 20 ივნისის მოვლენებს, “ოცნების”, ხელისუფლების  და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას უთმობს. 

“დღეს მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ამ გადაცემაში ხუმრობას არ ვაპირებ, რადგან დება მომენტი, როცა ყველანაირ ფორმატს, ჟანრს, ფორმას თავი უნდა დაანებო და თქვა ის, რისი თქმის გარეშეც არ შეგიძლია” – განაცხადა ოდიშვილმა და დასძინა – “ამიტომ დღეს ერთი რიგითი მოქალაქე ვიქნები, იმიტომ რომ ასე მგონია სწორი, იმიტომ რომ დავიღალე”. 

“20 ივნისის მთავარ შემოქმედებს არაფერი დაუკარგავთ, არც თვალი, არც ძალაუფლება და არც თანამდებობა, ნიკა მელია ისევ პარლამენტშია და გიორგი გახარია მინისტრის სავარძელში”, – განაცხადა ოდიშვილმა და დასძინა, რომ ნორმალურ სახელწიფოში  “გახარია ბოდიშს მოიხდიდა, ოღონდ ნამდვილს, უბრალო სიტყვით კი არა, ქმედებით, ხოლო ნიკა მელიაც მოიხდიდა ალბათ რამდენიმე წელს”. 

რატომ არ ეშინით კანონისო, კითხულობს წამყვანი და სხვა შიშზე საუბრობს: 

“რიგით სპეცრაზმელს მეთაურის ეშინია, მეთაურს ასმეთაურის, ასმეთაურს მინისტრის, მინისტრს პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრსაც კი ეშინია ვიღაცის, ოღონდ კანონის არა. ეშინიათ და ჩვენც გვაშინებენ, გვაშინებენ, რომ ისევ ნაცები დაბრუნდებიან და რაღაცეებს გაგვიკეთებენ. მე პირადად მჯერა, რომ გაგვიკეთებენ, თქვენგან არ მჭირდება 9 წლის შეხსენება.  როდემდე შეიძლება ეს იყოს პასუხი ყველა დაშვებულ შეცდომაზე? ვერშესრულებულ დაპირებებზე და ახლა უკვე თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე?”- ასე მიმართავს ოდიშვილი ოცნებას. გადაცემის ბოლოს კი “ნაციონალურ მოძრაობას” დაშლისკენ მოუწოდებს, ამით “ოცნებაც” დაიშლება, რადგან ერთმანეთს ასულდგუმებთო. 

 გადაცემა სოციალურ ქსელში დიდი დისკუსიის საგანი გახდა – ზოგი იუმოროსტული გადაცემის წამყვანის პროტესტზე წერს, ზოგი კი ამ გადაცემას სახელისუფლებო არხის მორიგ ტრიუკს უწოდებს. 

თავად ვასიკო ოდიშვილი “ნეტგაზეთის” ზარებს და შეტყობინებებს არ პაუსხობს. ჩვენ ამ გადაცემასთან დაკავშირებული კითხვების გარდა ისიც გვაინტერესებს, რატომ არ გავიდა ყოველკვირეული გადაცემა “ვასმედია” 15 ივნისიდან 13 ივლისამდე და დაბრუნდება თუ არა ისევ ეთერში. წამყვანთან დაკავშირების შემთხვევაში “ნეტგაზეთი” მის კომენტარს მალევე შემოგთავაზებთ. 


რეაქციები


 

კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “იმედზე” ვასიკო ოდიშვილის გადაცემა “დაპაუზდა”

კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “იმედზე” ვასიკო ოდიშვილის გადაცემა “დაპაუზდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი