ახალი ამბები

20 ივნისს პარლამენტში ელჩის ყოფნაზე გერმანიის საელჩო კომენტარს არ აკეთებს

12 ივლისი, 2019 • 1752
20 ივნისს პარლამენტში ელჩის ყოფნაზე გერმანიის საელჩო კომენტარს არ აკეთებს

20 ივნისს პარლამენტში ელჩის ყოფნასთან დაკავშიებით გერმანიის საელჩო კომენტარს არ აკეთებს.

20 ივნისის ღამეს, დაახლოებით 23:10 საათზე გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ჯერ პარლამენტის შენობასთან მივიდა, ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა, შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტის შენობაში შევიდა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, ვისი მიწვევით მივიდა ელჩი პარლამენტში. საელჩოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

11 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ  20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო:

„რაც შეეხება მე სად ვიყავი. მე ვიყავი იქ, შიგნით [პარლამენტის შენობაში] და ვუყურებდი, უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს… უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშულოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად… ზოგიერთი კიდე… არ დავასახელებ… ამასაც გამოძიება დაადგენს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი