ახალი ამბებირეკლამა

დათო ტურაშვილი: ყოფილი პატიმრების მიმართ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება

12 ივლისი, 2019 • 2272
დათო ტურაშვილი: ყოფილი პატიმრების მიმართ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება

დათო ტურაშვილი, მწერალი:

ალბათ ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა. ყოფილი პატიმარი კეთროვანივით აღიქმებოდა საბჭოთა საზოგადოების მიერ და ინერციით ეს ხდება თანამედროვე საქართველოშიც. თუმცა განსხვავებაც საგრძნობია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უამრავი ყოფილი პატიმარი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმიტომაც, რომ პატიმრების ან ყოფილი პატიმრების მიმართაც იცვლება ჩვენი დამოკიდებულება.

იმედია შეიცვლება ჩვენი როლიც იმ ყოფილი პატიმრების მიმართ, ვისაც აღარ სურს შეცდომის გამეორება, სურს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს და ჩვენგან დახმარებასა და თანადგომას ელის.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი