ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

16 იანვარი, 2015 • 1266
სომხეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ფოტო: hetq.am
ფოტო: hetq.am

აქციის მონაწილეები სომხური მხარისთვის ვალერი პერმიაკოვის – რუსული სამხედრო ბაზის იმ მოსამსახურის გადაცმას ითხოვენ, რომელიც ერთ-ერთი სომხური ოჯახის – ავეტისიანების ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე  NEWS.am წერდა, რომ 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში, საკუთარ სახლში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი  2 წლის გოგონაა.

სომხური მედიის ცნობით, საზოგადოებაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია იმან, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე გამოიძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი