ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ძლიერი სეტყვა მოვიდა. როგორც JNews ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, სტიქია 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილობრივები JNews-თან აღნიშნავენ, რომ სეტყვამ ნათესები და ხეხილის ნარგავები დააზიანა. სტიქიისგან მიყენებული ზიანის ოდენობას ამ დროისთვის ითვლიან.

ფოტო: JNEWS/Hambardzum Tsaturyan