გარდა ამისა,  ისჯება ასეთ ფორმირებებში ორგანიზებული წვრთნის გავლა; ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, ასევე უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება.

 

კანონპროექტის თანახმად, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კი იმავე ქმედების ჩადენა ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებამ  საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის, წვრთნისა და მონაწილეობის აკრძალვის შესახებ საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა ასეთ ფორმირებებში.

 

კანონპროექტის მიხედვით,  უკანონო ფორმირებად ითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მთითებული ფორმირება.

 

ამ შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად,  “ფორმირება (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *