ახალი ამბები

პრეზიდენტი ჟენევის დისკუსიების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანას ისევ ითხოვს

11 ივლისი, 2019 • 631
პრეზიდენტი ჟენევის დისკუსიების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანას ისევ ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული ქვეყანაა, ახლახან რუსეთთან განახლებული დაძაბულობა კი, ასევე, გამოხატავს იმას, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები და არსებული მდგომარეობა არც პოლიტიკურად არის ქართველებისთვის მისაღები და არც ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

“მე მოვუწოდებ ყველას დეესკალაციისკენ, ჩემი შემოთავაზებაა ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანა. მე მწამს, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, რათა ჩვენ მშვიდობიან არჩევანს იმ გამოწვევების მიმართ, რომელსაც ოკუპაციასთან დაკავშირებით ვაწყდებით, მხარი დაუჭიროს. საქართველო ფსევდოისტორიულ არგუმენტებს საკუთარი თავის გასასამართლებლად არ უყურებს, რადგან მას ეს არ სჭირდება. საქართველოს საერთაშორისო სამართლის ნორმები ან რომელიმე ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტი არასდროს დაურღვევია. ჩვენი სამშვიდობო გეგმა მოქმედებაშია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა ისეთივე სასარგებლოა ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა მეზობელი ქვეყნისთვის.

“ჩვენ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა გვჭირდება, მედიაცია, ჩართულობა – თავად დაარქვით რაც გსურთ, რათა ქვეყანა გავამთლიანოთ. თქვენ ევროკავშირისადმი ჩვენი ენთუზიაზმი გჭირდებათ, რათა თქვენ ხალხს შთააგონოთ და ევროპას ახალი სული მისცეთ. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა რთული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმის ბოლო ეტაპი გავიაროთ და მივიდეთ იქ, სადაც გვსურს, რომ ვიმყოფებოდეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის გზავნილი კი ის არის, რომ ისინი ევროპისგან ელიან მეტ მხარდაჭერას, მეტ ჩართულობას, როდესაც საქმე ოკუპაციის პრობლემას ეხება.

“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება მისასალმებელი და აუცილებელია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, როგორც ახალგაზრდა დემონსტრანტების პროტესტმა ნათლად დაგვანახა. გადაუჭრელი კონფლიქტები ხანგრძლივ არასტაბილურობას ქმნის. საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელსაც არასდროს მისი ისტორიის მანძილზე უცხო ქვეყანაში არ შეჭრილა. ქართველები მილიონობით რუს ტურისტს მასპინძლობას, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით განაგრძობენ, მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენი შეუდრეკელი არჩევანი ოკუპაციის საკითხის მშვიდობიანად დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადის”, – დასძინა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე:

ჟენევის ფორმატმა პოლიტიკური დატვირთვა უნდა მიიღოს – ჟენევაში ან სხვანაირად – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი