ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ცნობით, კომპანიის პატრნიორთა საბჭომ ნიკა გვარამიას გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.
ნიკა გვარამიას გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძმ დააყენა. ინფორმაციას ნიჟარაძის ადვოკატზე დაყრდნობით IPN ავრცელებდა.
“ბოლოს გავრცელებული განცხადება, ჩვენი შეხედულებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის სრულიად მიუღებელი განცხადებაა, გასულია ყველანაირი დასაშვები ფარგლებიდან. ჩვენი, როგორც პარტნიორის შეხედულებით, იწვევს “რუსთავი2″-ის დისკრედიტაციას და იწვევს ტელეარხის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას.
მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი”, – განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა “ინტერპრესნიუსს”.