ახალი ამბები

Charlie Hebdo–ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ–ქაიდამ აიღო

14 იანვარი, 2015 • 950
Charlie Hebdo–ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ–ქაიდამ აიღო

“ჩვენ, ორგანიზაცია ალ-ქაიდა ალ ჯიჰადი არაბეთის ნახევარკუნძულზე, ვიღებთ პასუხისმგებლობას პარიზში განხორციელებული ოპერაციისთვის, რაც იყო  შურისძიება ღმერთის მოციქულისთვის”– აცხადებს ჩანაწერში ნასერ ბინ ალ–ანსი ალ-ქაიდას იემენის განყოფილებიდან.

 

17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს, 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე, მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი