ახალი ამბები

უგულავას სასამართლოში 10 ივლისს გამოკითხავენ

9 ივლისი, 2019 • 1028
უგულავას სასამართლოში  10 ივლისს გამოკითხავენ

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე ხვალ, 10 ივლისს მივა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი თავად ავრცელებს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ მაგისტრ მოსამართლეს გამოეკითხა.

საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს. ამავე საქმეზე გმაოკითხვაზეა დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურამ 20 ივნისის ამ საქმეზე ბრალი ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას წაუყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი